ხელისუფლება პენსიების 10 ლარით გაზრდის საკითხის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს "ქრისტიან-დემოკარტები" უკვე რამდენმე თვეა აქტიურად აყენებენ, ხელისუფლების მხრიდან პირველი განცხადებები მხოლოდ ახლა გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით განსაზღვრულია 70 ლარით. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კი მიმიდნარე წელს თბილისელი პენსონერებისათვის 70 ლარს 10 დაემატა.
მერიის ამ გადაწყვეტილებას "ქრისტიან დემოკრატები" დისკრიმინაციულად აფასებენ და მათი ეს შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თემურ ჩარკვიანმა დღეს სესიაზე გაიზიარა.
მისი თქმით, აუცილებელია, პენსიონერებისადმი მიდგომა მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს ერთიანი და პარლამენტს თხოვს მთავრობას დაავალოს 2011 წლის ბიუჯეტის განსაზღვრისას აღნიშნული საკითხი გაითვალისწონოს და პენსია მთელი საქართველოს მასშტაბით გახდეს 80 ლარი.
"ცხადია ეს 10 ლარი ოჯახისთვის არანაირ დოვლათს არ ქმნის, მაგრამ საუბარია მორალურ მხარეზე და არ შეიძლება განსხვავება იყოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამიტომ აუცილებელია, მთავრობამ ეს საკითხი მომავალი წლისთვის მაინც გაითვალისწინოს", - განაცხადა თემიურ ჩარკვიანმა.
აღსანიშნავია რომ მისი მოთხოვნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმაც გაიზიარა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობა მუდმივად აყენებდა და მიიჩნევს, რომ მთვრობამ ამ საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად უნდა იმუშაოს.