კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის არ სჯერა.
„ის ზრდასრული ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე სილამაზის კონკურსებს უწევდა ორგანიზებას და მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონებთან ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ, ძნელი დასაჯერებელია, მოსკოვის რომელიმე სასტუმროში გაქცეულიყო დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის გოგონებთან,"-აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ტრამპზე სექსუალური სახის კომპრომატები აქვთ, ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა.