ბარაქ ობამას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე 58 პროცენტიანი რეიტინგი აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვა Gallup-მა ჩაატარა. კომპანიამ სატელეფონო ინტერვიუ 4-8 იანვარს 1032 მოქალაქისგან აიღო. ყველაზე მაღალი, 78 პროცენტიანი რეიტინგი ობამას 2009 წელს, ინაუგურაციის დღეებში ჰქონდა, მინიმალურ მაჩვენებლამდე (42%) კი მისი რეიტინგი 2014 წელს დაეცა.