საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ამის შესახებ მარინ ლე პენმა გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა."ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინული არასდროს ყოფილა. საბჭოთა პერიოდში ეს ადმინისტრაციული საკითხი იყო. ახლახანს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ყირიმის მცხოვრებლებმა ხმა რუსეთთან მიერთბას მისცეს. მათ ნებას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ,"-აღნიშნა ლე პენმა.