მორიგი თავდასხმა ეგვიპტეში. ვადი-ელ-ჰადიდიდ პროვინციაში ექსტრემისტები თავს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაესხნენ, რასაც 8 პოლიციელი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. საპასუხო სროლის შედეგად 2 თავდამხსმელი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.