თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. წინასწარი ვერსიით, ის უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვია. სპეცოპერაცია ესენტიურის რაიონში ჩატარდა. დაკავებისას ეჭვმიტანილთან ერთად მისი 4 წლის ვაჟი იმყოფებოდა. მასშტაბური ტერორისტული აქტი სტამბოლში ახალი წლის ღამეს განხორციელდა. ტერორისტმა ღამის კლუბ რეინაში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა.