რუმინეთის პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება უკვე წაუყენა. იონ ილიესკუს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებენ ბრალს. საუბარია 1990 წლის 13-15 ივლისს ბუდაპეშტში ანტისახელისუფლო მანიფესტაციის დარბევაზე, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 1300-მდე კი დაშავდა.