ბიშკეკში ავიაკატასტროფას 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განაცხადეს. თურქული სატვირთო თვითმფრინავი მანასის აეროპორტის სიახლოვეს, დჩა-სუუს დასახლებაში დღეს დილით ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ უამინდობა გახდა.