მასშტაბური სპეცოპერაცია ჩეჩნეთში. სამართალდამცველებმა ისლამური სახელმწიფოს ქსელი გამოავლინეს. კურჩალოს რაიონში ჩატარებული რეიდის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, 4 მებრძოლი კი შეტაკებისას დაიღუპა. დაკავებულთა შორის ადგილობრივი დაჯგუფების ლიდერი იმრან დაცაევიცაა.