26 ბანგლადეშელ სპეცრაზმელს სასამართლომ ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ისინი პოლიტიკურ მკვლელობაში დაადანაშაულეს. საქმეში სულ 35 სპეცრაზმელი ფიგურირებდა. 9 მათგანს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სპეცრაზმელები პოლიტიკოსმა ნურ ჰუსეინმა იმისთვის დაიქირავა, რომ თავისი ოპონენტი ნაზრულა ისლამი გაენადგურებინა. სპეცრაზმელებმა დამქირავებლის დავალება შეასრულეს, პოლიტიკოსი თანმხლებ პირებთან ერთად გაიტაცეს, მოკლეს და ცხედრები მდინარეში გადააგდეს.