ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო დრომოჭმული და მოძველებული ორგანიზაციაა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
„ასეთი განცხადებები, ბუნებრივია, ჩვენს შეშფოთებას იწვევს,“-აღნიშნა ფრენკ ვალტერ-შტაინმაიერმა.
მანამდე ტრამპმა ვრცელი ინტერვიუ გამოცემებს, ბილდს და ტაიმსს მისცა. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოძველებული ორგანიზაციაა, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს.