ჩეხეთის ქალაქ ჩესკა-ტრშებოვაში სპორტკომპლექსის სახურავი ჩამოინგრა. ინციდენტისას დარბაზში ფლორბოლის შეჯიბრი ტარდებოდა. შენობის დროულად დატოვება ასობით ადამიანმა შეძლო, თუმცა არიან დაშავებულებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო.