რუსეთზე სანქციები მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებულვალდებულებებს არ შეასრულებს და უკრაინას ანექსირებულ ყირიმს არ დაუბრუნებს. ეს განცხადება ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა კიევში პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის ინტერესებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას განაგრძობს.