სამხრეთ კორეის პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენზე დაპატიმრების სანქცია გასცა. კომპანია სამსუნგის ვიცე-თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. იმ შემთხვევაში, თუ ორდერს სასამართლო დაამტკიცებს, ლი ჯეიონს დააპატიმრებენ. საქმე ეხება პრეზიდენტ პან კინ ხეს მეგობარი ქალის, ჩხვე სუნ სილის წინააღმდეგ აგორებულ კორუფციულ სკანდალს, რის გამოც ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა, პრეზიდენტს კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს. როგორც ირკვევა, ჩხვე სუნ სილის ფონდებში სოლიდურ თანხებს სამსუნგის ხელმძღვანელობაც რიცხავდა.