ნატო მნიშვნელოვანი, მაგრამ მოძველებული ორგანიზაციაა. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ნატოს სერიოზული პრობლემები აქვს. ნომერ პირველი პრობლემა ისაა, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა დაუკვე დაძველდა. მეორე და არანაკლებ აქტუალური პრობლემაა ის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ფულს არ იხდიან და მესამე- ნატო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით არ არის დაკავებული,“-აღნიშნა ტრამპმა.