ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირიდან გასვლის გეგმას, სავარაუდოდ, სამშაბათს წარადგენს. ტერეზა მეიმ ანგარიში პარლამენტის მოთხოვნით მოამზდა. კანონმდებლები იმით დაინტერესდნენ, ექნება თუ არა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთს წვდომა ერთიან ევროპულ ბაზართან. არ არის გამორიცხული, მეიმ ერთიანი ევროპული ბაზრიდან გასვლის შესახებაც გააკეთოს განცხადება.