ლიტვა რუსეთის საზღვარზე დამცავ კედელს ააშენებს. შესაბამისი ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ვილნიუსი კალინინგრადთან გამყოფ ზოლს თვალთვალის თანამედროვე სისტემით აღჭურვავს, რაც ლიტვის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში არალეგალებისა და კონტრაბანდის შედინებას აღკვეთს. კედლის მშენებლობა ლიტვას 3,6 მილიონი ევრო დაუჯდება.