ავსტრალიელმა მეზღვაურებმა იაპონელი სერფერი გადაარჩინეს. 37 წლის სერფერი დინებამ გაიტაცა. ზღვაში მან 16 საათზე მეტი დაფაზე ჩამოკიდებულმა გაატარა. კონტეინერმზიდი გემის ეკიპაჟმა ის სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით იპოვა და წყლიდან მაშველი რგოლით ამოიყვანა.