თურქეთის ჟანდარმერიის ცნობით, ქურთისტანის შრომის პარტიის მებრძოლებთან შეტაკებისას 2 თურქი პოლიციელი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. მასშტაბური რეიდები ტატვანის რაიონში მოეწყო. ქშპ-სთან შეიარაღებული კონფლიქტი თურქეთში 2015 წლის ივლისში განახლდა. შეტაკებებს დღემდე 800 თურქი სამხედრო და პოლიციელი შეეწირა, ქურთების მხრიდან კი დაღუპულთა რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს.