ერაყის ქალაქ მოსული კოალიციამ კიდევ ერთხელ დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. კოალიციის სამიზნეს სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის, ჰაბრი აბდელ კვადერის ლიკვიდაცია წარმოადგენდა, თუმცა ავიადარტყმებს მსხვერპლი მშვიდობიან მცხოვრებლებშიც მოჰყვა. დაღუპულთა რაოდენობა 30-ს აღწევს.