კვიპროსიდან თურქული ჯარების გამოყვანის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. კვიპროსის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები ჟენევაში ორშაბათს გაეროს ეგიდით დაიწყო. როგორც კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლას ანარტასიადისი აცხადებს, ნებისმიერი სახის შეთანხმება კვიპროსის გაერთიანებასთან დაკავშირებით კუნძულიდან თურქული ჯარების გაყვანას უნდა ითვალისწინებდეს. ამ დროისათვის კვიპროსზე 30-ათასიანი თურქული სამხედრო კონტიგენტია განთავსებული.