უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ბარაქ ობამამ რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების გახანგრძლივება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთის როლს უკავშირდება. რუსეთთან ერთად სანქციები გაუგრძელდა ირანს, კუბას, ლიბიას, ზიმბაბვესა და ვენესუელას.