ტრამპი პირობას დებს, რომ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს. ამის შესახებ მან გამოცემა Wall Street Journal მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების მოხსნა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსკოვი ტერორიზმთან ბრძოლაში თავის სარგებლიანობას დაამტკიცებს და იმ მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს, რაც აშშ-ს ინტერესებში შედის. „თუ რუსეთი დაგვეხმარება, თუ კარგი საქმეების კეთებას დაიწყებს, მაშინ რა საჭიროა სანქციები?!“-აღნიშნა ტრამპმა.