დღეს, 11 ივნისს, 17:00 საათზე, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება.
ფილმი ეხება 21 წლის ადვოკატ მარი იველაშვილს, რომელიც გორში 2008 წლის 3 ნოემბერს დააკავეს, ბრალი თაღლითობაში დასდეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თავად იველაშვილი ყველაფერს 2004 წელს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "დროებაში" გასულ სიუჟეტს უკავშირებს. ის აცხადებს, რომ გორის გუბერნატორის მიხეილ ქარელისა და მისი მრჩეველის, ამჟამად პარლამენტის წევრის ბადრი ბასიშვილის თხოვნით, "იმედის" ჟურნალისტის მეშვეობით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ თავი ოსური "კმარას" აქტივისტად წარადგინა, რომელიც კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.
მოგვიანებით მარი იველაშვილმა სიმართლე აღიარა და ადგილობრივი ხელისუფლება ამხილა. როგორც თავად აცხადებს, დღეს ის სასჯელს ამ მხილებისთვის იხდის.