ევროკავშირი მზადაა ბელარუსში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო გამოჰყოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tageszeitung იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრები 30-50 ადამიანზე იქნება გათვლილი. მათში უკრაინელი და სირიელი მიგრანტები განთავსდებიან.