სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევლენ. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
იბრაჰიმ გასეევის თქმით, შესაბამისი ხელშეკრელება უკვე მზად არის და მას ხელი უახლოეს ხანებში მოეწერება. ამასთან, დეფაქტო ცხინვალი მოითხოვს, რუსულ ჯარში მომსახურე ოს მებრძოლებს სამხედრო წოდებები და დამსახურებები შეუნარჩუნდეთ.
„ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცი, სერჟანტი თუ ოფიცერი, ვისაც საბრძოლო გამოცდილება, ჭრილობები და სამთავრობო ჯილდოები აქვს, რუსული ჯარის 18 წლის ახალწვეულს გაუთანაბრონ,“-განაცხადა გასეევმა.