პოლონეთის ლიდერს, ანჟეი დუდას ოპოზიცია ტრიბუნალით ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრეზიდენტი ხელს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს მოაწერს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი პოლონეთის სეიმში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პარლამენტის სხდომა დაბლოკა, უმრავლესობამ დოკუმენტი სხვა დარბაზში მიიღო. ოპოზიციამ კენჭისყრის შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა.