დღეს, 11 ივნისს, 12:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" თამარ მეფის დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" მართავს "UშAID"-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "სამოქალაქო საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება" განხორციელების შესახებ შემაჯამებელ კონფერერენციას.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის მიერ არჩევნების პერიოდში გაწული სამუშაოების ანგარიში და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ანალიზი. შეხვედრას დაესწრებიან არასამთავრობო სექტორის, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.