ამერიკის თავდაცვის მდივნობის კანდიდატი აცხადებს, რომ რუსეთს ნატოში განხეთქილების შეტანა სურს.
„რეალობა დღეს ისაა, რომ რუსეთი ნატოს ერთიანობის დარღვევა სურს. რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, საკმაოდ გრძელი სია გვაქვს რუსეთთან თანამშრომლობის მცდელობისა, მაგრამ ძალიან ცოტაა შემთხვევები, როდესაც თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო,“-აღნიშნა ჯეიმს მეტისმა საკომიტეტო მოსმენაზე.