დღეს, 11 ივნისს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის "სამოქალაქო თავდაცვა" ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო შეხვედრები მოეწყობა.
შეხვედრების ფარგლებში, 40 მოსწავლე გაეცნობა სასწავლო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ასევე ქართული ქვედანაყოფების მომზადებას "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში. ახალგაზრდები ჯავშანსატანკო ბატალიონსაც დაათვალიერებენ.
პროექტის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის პოპულარიზაცია, ბავშვების ინფორმირება სამშვიდობო განათლებისა და სამხედრო ძალების როლზე სამოქალაქო, სამშვიდობო და სამაშველო ოპერაციებში.