საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი ტრამპ ტაუერში ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. როგორც გაზეთი ფიგარო წერს, მარინ ლე პენი აშშ-ში 3 დღიანი ვიზიტით ჩავიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ის შეხვედრას დონალდ ტრამპთან ან მისი გუნდის წევრებთან. აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ლე პენმა განაცხადა, რომ მას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი გაეზარდა.