უნგრელი ტელეოპერატორი პეტრა ლასლო, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი უღირსი საქციელით გახდა, გაასამართლეს. მას 3 წლიანი პირობითი სასჯელი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის მიესაჯა. სკანდალური ინციდენტი 2015 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი სერბეთის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისს აშუქებდა. ოპერატორმა ორი მიგრანტი წააქცია. მან ხანდაზმულ მამაკაცს, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, ფეხი დაუდო. სასამართლო პროცესზე ლასლომ განაცხადა, რომ მიგრანტებისგან თავს იცავდა.