მახინჯაურში ხანძრის შედეგად 37 წლის ზურაბ ახვლედიანი დაიღუპა. ცეცხლი ახვლედიანის საკუთარ სახლში მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც მას ეძინა. სავარაუდოა, რომ ახვლედიანი კვამლმა გაგუდა.
ოჯახის დანარჩენ წევრებს სახლის პირველ სართულზე ეძინათ, ისინი კვამლის სუნმა გააღვიძა.
სახანძროს გამოძახების მიუხედავად, ახვლედიანის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.