ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი აცხადებს, რომ ციხეში ყოფნისას მისი შეხედულებები უფრო რადიკალური გახდა. ეს კი, მისივე თქმით, საზოგადოებისგან მისმა სრულმა იზოლაციამ განაპირობა.
"მე მთლიანად იზოლირებული ვარ, მაგრამ ამით არ გამოვსწორებულვარ. მე საუბრის შესაძლებლობაც კი არ მომცემია ვინმესთან. ამიტომ, სულ უფრო და უფრო რადიკალური ვხდები. ამ 6 წლის განმავლობაში არც იმის შესაძლებლობა მომცემია, ჩემი თავი სახვა კუთხიდან, გარედან დამენახა", - აცხადებს მსჯავრდებული.
ანდერს ბრეივიკმა მასშტაბური ტერორისტული აქტები ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს მოაწყო, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა.