პალაუს პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კუნძულოვან სახელმწიფოში მხოლოდ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები უნდა აშენდეს. ტომას რემენგესაუს განმარტებით, ტურიზმის სექტორი მდიდარი ტურისტების მიზიდვაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ღარიბი ტურისტების სიმრავლეზე. მისივე თქმით, ეს ტურისტთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს, თუმცა მდიდარი ტურისტები სოლიდურ თანხებს დახარჯავენ. პალაუს რესპუბლიკა წყნარ ოკეანეში, ფილიპინებიზ ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის შემოსავლის 85 პროცენტი ტურიზმზე მოდის.