მექსიკის ლიდერი დონალდ ტრამპის გეგმებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედილის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ენრიკე პენიას თქმით, მეხიკო ვაშინგტონთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდება, თუმცა კედლის მშენებლობას არ დააფინანსებს. 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობას მეხიკოსთან მოლაპარაკების გარეშე დაიწყებს, რადგანაც მოლაპარაკება შესაძლოა გაჭიანურდეს. პროექტის დასაფინანსებლად სახსრების გამოყოფას არჩეული პრეზიდენტი კონგრესს სთხოვს. მექსიკის საზღვარზე ბარიერის მშენებლობის პირობა ტრამპმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას დადო, თუმცა მაშინ ის აცხადებდა, რომ კედლის მშენებლობას მექსიკას დააფინანსებინებდა.