სასტიკი ანგარიშსწორება ირანში. სასამართლოს მიერ თავდებით გათავისუფლებულმა მამაკაცმა 6 ადამიანი მოკლა. ინციდენტი ქალაქ ერაკში მოხდა. განსასჯელი იმ პირებს გაუსწორდა, ვინც მის დაპატიმრებაში მიიღო მონაწილეობა. მან ჯერ პოლიციელი მოკლა, ვინც უშუალოდ დააპატიმრა, შემდეგ მოსი ოჯახის წევრები დახოცა, ბოლოს კი იმ ადამიანის სახლში შეიჭრა, ვის მკვლელობაშიც ადანაშაულებდნენ და მოკლულის მშობლებს გაუსწორდა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.