პუტინთან შეიძლება კარგი ურთიერთობა მქონდეს ან ურთიერთობა საერთოდ ვერ დავალაგო. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„თუ პუტინს მოსწონს ტრამპი, ეს არა დაბრკოლება, არამედ აქტივია. მე არ ვიცი, შევძლებ თუ არა მასთან ურთიერთობის დალაგებას. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ნუთუ ვინმეს მართლა გგონიათ, რომ თუ ეს ურთიერთობა ვერ აეწყო, პუინთან ჰილარი კლინტონზე ნაკლებად ხისტი ვიქნები?!“-აღნიშნა ტრამპმა.