ლიბანის დედაქალაქის აეროპორტს პრობლემა შეექმნა. ბეირუთის მთავარ აეროპორტში ფრინველები მომრავლდნენ, რაც თვითმფრინავების უსაფრთხო აფრენასა და დაშვებას აფერხებს. გასულ სამშაბათს „ახლო აღმოსავლეთის ავიახაზების“ კუთნილ თვითმფრინავს ფრინველების გუნდი შეასკდა, რამაც ავარიული სიტუაცია შექმნა. ფრინველების მომრავლების მიზეზი მეზობელ რაიონში მდებარე ნაგავსაყრელი გახდა, რომლის დახურვაც გარდაუვალი გახდება.