„ოქროს გლობუსის“ ორგანიზატორებმა დონალდ ტრამპთან დაპირისპირებულ მერილ სტრიპს მხარი დაჭირეს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ მის გამოსვლას პირველი კლასის გამოსვლა უწოდა. ამერიკის არჩეული პრეზიდენტი მსახიობმა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე გააკრიტიკა, რის შემდეგაც ტრამპმა მას „გადაჭარბებულად შეფასებული მსახიობი“ უწოდა. სტრიპს მხარდაჭერა მისმა ცნობილმა კოლეგამ რობერტ დე ნირომაც გამოუცხადა.