ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი დღეს გაცილებით უფრო რადიკალურია. ამის შესახებ ნორვეგიელმა პროკურორებმა განაცხადეს.
პროკურორ ფედერიკ სეირსეტედის თქმით, მთავრობა მზად უნდა იყოს ბრეივიკის მხრიდან არაადეკვატური და რადიკალური ქმედებებისთვის. სასამართლო პროცესზე მსჯავრდებული ტრადიციული ნაცისტური მისალმებით წარსდგა.
მასშტაბური ტერორისტული აქტები ბრეივიკმა ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს განახორციელა, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლომ მას 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხვა პატიმრებისგან ის იზოლირებულია. ბ
რეივიკის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ტერორისტის პატიმრობის ზოგიერთი ასპექტი არაადამიანური და ღირსების დამამცირებელია, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ იზიარებს. ბრეივიკის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.