კინომცოდნე გოგი დოლიძემ კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დოლიძე სამეცნიერო კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვსდააცხადებს, რომ კონკურსი არაპროფესიონალებმა ჩაატარეს.
~კომისიაში არ შედიოდა არც ერთი სპეციალისტი, რომელმაც იცის ქართული კინოს ისტორია. ვერავის მივცემ უფლებას, კინომცოდნეობა საქართველოში საერთოდ განადგურდეს და სწორედ ამიტომ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებ~, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძე ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თეატრისა და კინოს ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის კინოს მიმართულებაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. კონკურსი სამი კვირის წინ ჩატარდა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოსტზე კომისიამ ეთერ ოკუჯავა დაამტკიცა.