11 ივნისს, 20:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სანახაობათა მხატვრული გაფორმების სპეციალობის ბაკალავრთა ჯგუფის სადიპლომო ჩვენება გაიმართება.
აღმოსავლურ თემაზე აგებული თეარალიზებული ჩვენება ასევე მოიცავს საღამოს კაბების კოლექციას.
საღამოს რეჟისორია მაია არჩვაძე, ქორეოგრაფი ნინო მახათაძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ზურაბ ხუციშვილს, სცენოგრაფია გუგი ჩაჩუა, ჯგუფის ხელმძღვანელი - ნინო დონდოლაძე.