ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი ქალებისთვის იუვილერმა სტიუარტ ვაიცმანმა შექმნა. მისი ღირებულება 1 500 000 აშშ დოლარია.
მდიდრული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც 960 ლალი ამშვენებს, სპეციალურად ჰოლივუდის ერთ-ერთი მსახიობისთვის დამზადდა. იგი არაჩვეულებრივი ქმნილებით თავის მოწონებას ოსკარის გადაცემის ცერემონიალზე აპირებდა, თუმცა ერაყში ომის დაწყების შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მხარდაჭერის ნიშნად მათი ჩაცმა გადაიფიქრა და შედარებით მოკრძალებული ფეხსაცმელი მოირგო.
აღსანიშნავია, რომ მსახიობის ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა თავად სტიუარტ ვაიცმანის ქმნილება ფილმ "ოზის ქვეყნიდან" ჯუდი გარლენდის კინოგმირის, ელლის ფეხსაცმლის ასლს წარმოადგენს.