საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დღეს პარლამენტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ჯონ ბასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტარაციის მხარდაჭერა საქართველოსადმი.