საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, თსუ-ის პროფესორი, რისმაგ გორდეზიანი ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.
რისმაგ გორდეზიანს ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცა.
"რისმაგ გორდეზიანს ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, ჯერ პენსიაზე გასვლის ფიქრის უფლება არ აქვს, რადგან კიდევ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში", - განაცხადა შაშკინმა.
ამასთან, რისმაგ გორდეზიანს 70 წლის იუბილე მიულოცა და ფულადი პრემია გადასცა თსუ-ის რექტორმა, გიორგი ხუბუამ. ასევე, გორდეზიანმა მილოცვები მეცნიერებათა აკადემიიდან, სოხუმისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებდან, რუსთაველის ფონდისგან, უცხოელი კოლეგებისა და მოწაფეებისგან მიიღო.