დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა მოსკოვში, "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გაუმართლებელია და რუსეთის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ევროკავშირის რეზოლუციას ეწინააღმდეგება.
მილიბენდი აცხადებს, რომ კოსოვოს შემთხვევის დაკავშირება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევები დაუშვებელია, რადგან ისინი აბსოლუტურად შეუსაბამოა.
"ის ქვეყანა, იუგოსლავია, რომლის ნაწილიც იყო კოსოვო, აღარ არსებობს", _აცხადებს იგი და დასძენს, რომ ამ საკითხებზე საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან.
"პოზიციებში განსხვავება კვლავაც არსებობს. მოხსენება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს შეცდომებზედაც და რუსეთის დისპროპორციულ პასუხზედაც", _ აცხადებს მილიბენდი.
მილიბენდი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მუშაობა პოზიციების დასაახლოებლად, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.