გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსის" დამფუძნებელს, "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ლიდერს, მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს ქართველმა სამართალდამცველებმა ოკუპირებული ტერიტორიებზე საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გულაშვილები ხვალ საქალაქო სასამართლოში არიან დაბარებული.
საქართველოს კანონმდებლობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გულაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამ დროისთვის გულაშვილი მოსკოვში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ გულაშვილი შვილთან ერთად ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. როგორც "სახალხო მართმადიდებლური მოძრობის" ლიდერი აცხადებს, მის შვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც იძულებული გახდა "უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა