აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ,,ფერმერთა სწავლება-კონსულტირება (ტრენინგი) და მათი სტაჟირება უცხოეთში მეორე ეტაპის ფარგლებში 20 წარმატებული ფერმერი თანამედროვე ფერმერული სამეწარმეო გამოცდილების გაცნობის მიზნით 10 დღით გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში. ვიზიტისას ფერმერები მოინახულებენ სხვადასხავა ტიპის ფერმერულ მეურნეობებს, სადაც გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს მევენახეობის, მეთევზეობის, სასათბურე მეურნეობის, მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეფუტკრეობის დარგებში.
მიზნობრივი პროგრამის პირველ ეტაპზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის 100 ფერმერს ორი კვირის განმავლობაში ფერმერული მეურნეობის წარმოების საკითხებში ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგებს აგროტექნოლოგიის, აგრომენეჯმენტის, აგრომარკეტინგისა და ბაზრის ანალიზის შესახებ ლიტვიდან და გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებდნენ.
მიზნობრივი პროგრამის მთავარი ამოცანაა ფერმერების ზოგადი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, მათი ბიზნეს-ხედვის გამდიდრება და ბიზნეს-იდეების განხორციელების წახალისება.