აქცია ნიუ იორკში. მიგრანტების საერთაშორისო დღეს დემონსტრანტებმა ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქტივისტებმა არჩევნების შედეგებიც გააპროტესტეს და დონალდ ტრამპი რასიზმში დაადნაშაულეს. აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცების წევრები იღებდნენ მონაწილეობას. დემონსტრანტების თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეერთებულ შტატებში რასისტული განწყობები გაიზარდა.